აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს და მასში საქართველოს პარლამენტიც ჩაერთვება.
„ჯერჯერობით წარიმართება გამოძიება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ამ პროცესში კერძოდ, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ნათელი მოეფინება ამ საქმეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.