18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
დიპლომატიურ კორპუსს შსს-ში აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დეტალები გააცნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები. შეხვედრას ელჩებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

„აფგან მუხთარლის საქმემ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ჩვენს ქვეყნებში. ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა და დაგვპატიჟა დიპლომატიური კორპუსი, გაგვცანო მიმდინარე გამოძიება. რა თქმა უნდა, შედეგებს ჯერ არ ველით და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააგრძელოს გამოძიება და დაადგინოს რეალურად რა მოხდა,“ - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე რენატე პაიჩიმ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დათო ნიკოლეიშვილი კი განმარტავს, რომ ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში არსებობს მწვანე საზღვარზე ადამიანის კანონდარღვევით გადასვლის საფრთხე. 

დღის ამბები