მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტებსა და სხვადასხვა ნივთებს სავაჭრო ცენტრებში ყიდიან, შესაძლოა უახლოეს პერიოდში დახლების დაზღვევა მოუწიოთ. მიზეზი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. მოვაჭრეების ნაწილისთვის ახალი რეგულაცია მისაღებია, ნაწილი კი მასში პრობლემებს ხედავს. ასევე ცნობილია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გეგმა სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი კრიტიკის მიზეზი გახდება.
მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას ეხება. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთენ, მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ. პრემიერმა დღეს ისიც დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება.
კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ობიექტებისა და ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა როდის და რა პირობებით შევა ძალაში.