18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
პატრიარქის დაცვის უფროსის ადგილი ვაკანტურია - პოზიციაზე სავარაუდოდ 3 კანდიდატურა განიხილება

2 თვის განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა უკვე მეორედ გათავისუფლდა. დაცვის ყოფილი უფროსი, ზურაბ ბუჩუკური, რომელმაც სოსო ოხანაშვილი ციანიდის სკანდალის გასაჯაროვების შემდეგ შეცვლა, ასევე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად პატრიარქის დაცვის თანამშრომლების რჩეული იყო.

ვინ დაიცავს უწმინდესის უსაფრთხოებას - ეს საკითხი ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა საზოგადოებაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. პატრიარქის უსაფრთხოება შესაძლოა ვანო კობაიძემ ან სოსო ელიზბარაშვილმა ჩაიბაროს.

საპატრიარქოს კულუარებში ასევე ვერცელდება ინფორმაცია კიდევ ერთ კანდიდატზე, რომელმაც შესაძლოა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს უხელმძრვანელოს. საუბარია მის დაცვის წევრ უჩა ალადაშვილზე, რომელიც ილია მეორის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. უჩა ალადაშვილი დღეს ერთადერთი იყო, რომელმაც წირვის შემდეგ პატრიარქის მანქანით იმგზავრა.

საპატრიარქოში დღეს ასევე აქტუალური თემა ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავასა და საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავას შორის წარმოქმნილი დაპირისპირებაა, რომლის მთავარი მიზეზი ედიშერ ქარჩავას მიერ მეუფე პეტრეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია, რომელთა მიხედვით მეუფე პეტრე „პატრიარქის მოკვდინებას“ ცდილობს. მოგვიანებით იურისტი ხსნის, რომ თუ რა გულისხმობს ამ სიტყვებში.

მნიშვნელოვანია, რომ ედიშერ ქარჩავას სიტყვებს დღეს საპატრიარქო გაემიჯნა და ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

წმინდა სინოდის წევრები ამ განცხადების შინაარსს ადასტურებენ და ასევე არ უარყოფენ, რომ სინოდის შემდეგი სხდომის მთავარი საკითხი, მეუფე პეტრეს ბოლოდროინდელი განცხადებები იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები