აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია გაიმართება დღეს თბილისში პარლამენტის შენობასთან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივას, სამოქალქო სექტორი და მედიის წარმომადგენლებიც უერთდებიან.
"ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი, რადგან შეუძლებელია ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ევროპული ოჯახისკენ, ადამიანის უფლებები ასე ილახებოდეს ფეხქვეშ,“ - აცხადებს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო დანელიას აინტერესებს, რატომ არის დაუცველი ქვეყნის საზღვრები.
ისინი ჟურანლისტის გაუჩინარების ფაქტზე დაწყებულ გამოძებაზე საპარლამენტო კონტოლოს განხორიციელებას ითხოვენ, ერთ-ერთ მექანიზმად კი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ასახელებენ.
"მე არ მაქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში უმრავლესობა მზად არის იმისთვის, რათა მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას," - აღნიშნა საიას პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ.
სამოქალაქო სექტორი ითხოს, გაირკვეს როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანში და დადგინდეს პასუხისმგებელ პირთა ვინაობა.