18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ - ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. ქარჩავა ამბობს, რომ საპატრიარქოს შენიშვნას მომავალში გაითვალსწინებს.  

რაც შეეხება თანამდებობის დატოვებს, საპატრიარქოს იურისტი გადადგომას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემს მოვალეობას ჩვეულებრივ ვაგრძელებ,“ - აცხადებს ქარჩავა. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინოდის მომდევნო სხდომაზე შესაძლოა მეუფე პეტრე ცაავასთვის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელონ. რუსთავი2-ის ინფომრაციით, სინოდის რიგგარეშე სხდომა 15 ივნისამდე პერიოდში გაიმართება და მას პატრიარქი უხელმძღვანელებს. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად საუბრობდა.

"ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც გააფრთხილეს. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

დღის ამბები