აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების საკითხს ეხმაურება ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გასცეს კითხვაზე პასუხი, თუ როგორ აღმოჩნდა აფგან მუჰთარლი ბაქოში, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში.
ასევე მათ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას დაიცვას ქვეყანაში მყოფი სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტები.
ისინი ასევე მიმართავენ აზერბაიჯანის მთავრობას და მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან ჟურნალისტი.