18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თბილისი-ყაზანის მიმართულებით რეისები არ შესრულდება

თბილისი-ყაზანის მიმართულებით რეისები არ შესრულდება. ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განმარტებით, თბილისი-ყაზანის რეისი დღეს პირველად უნდა შესრულებულიყო, თუმცა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ ქართული ავიაკომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისში აცხადებენ, რომ რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება ქართული ავიაციის განადგურებისკენ არის მიმართული. 

დღის ამბები