18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
უკანონოდ ჩამორთმეული და თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებული ქონება კერძო პირებს დაუბრუნა

პროკურატურამ 2012 წლის გაზაფხულზე ჩამორთმეული ქონება კერძო პირებს დაუბრუნა. უწყების ინფორმაციით, კომპანია FLY ADJARA-ს და შპს ავიატორს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენები იძულებით დაათმობინეს და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საწარმო დელტას გადასცეს.

პროკურატურამ კერძო კომპანიები დაზარალებულად სცნო, და სადავო ქონება დაუბრუნა. საგამოძიებო უწყებაში კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ყოფილ მაღალჩინსონებს ამ საქმეზე ბრალი წარედგინოთ.

„თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 2012 წლის გაზაფხულზე თვითნებურად და უკანონოდ დაეუფლნენ ხსენებული კომპანიების კერძო საკუთრებას. კერძოდ: ორი თვითმფრინავი და 13 ერთეული საფრენი აპარატი, რომელიც უკანონოდ დაასაწყობეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და არ აძლევდნენ კერძო მესაკუთრეებს მათი ფლობისა და განკარგვის საშუალებას. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები ვცანით დაზარალებულებად, რის შემდეგაც მათ დავუბრუნებთ მათ კერძო საკუთრებას,“ - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.  

დღის ამბები