18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებმა დევნილთა სამინისტროსთან აქცია გამართეს 

დევნილმა მოვაჭრეებმა, რომლებიც ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალდნენ, აქცია გამართეს დევნილთა სამინისტროსთან. მათი მთავარი მოთხოვნაა ზარალის ანაზღაურება და საქმიანობისთვის ახალი ფართების მოძიება. ხანძრით 46 დევნილი ოჯახია დაზარალებული.

ისინი სოზარ სუბართან შეხვედრას და მათ მიმართ არსებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაზარალებულები მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.

ამ ბრალდებებს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა უპასუხა. მისი თქმით, წინასწარი შეთანხმება ქონდათ, რომ დაეხმარებოდნენ დაზარალებულ დევნილებს ერთჯერადად, 150 ლარით, ხოლო სხვა დანარჩენი მათ კომპეტენციაში არ შედის.

დღის ამბები