30 სექტემბერი 2024,   21:20
ვრცლად
მიკროავტობუსის ავარია მცხეთაში - დაშავებულია 12 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში - სამარშრუტო მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები