3 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა. საღამოს ექვსი საათიდან მეტრონომ ფესტივალის ფარგლებში, ორ დამოუკიდებელ სცენაზე, ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები წარსდგებიან.
ფესტივალი ერთ-დღიანია და 4 ივნისს დილის ათ საათამდე გაგრძელდება.