18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივები კაფეს მშენებლობას აპროტესტებდნენ

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებსა და კაფე-ბარის მეპატრონეებს შორის. ადგილობრივები სკვერში, მათთან შეუთანხმებლად, კაფეს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, იგივე ადგილის გამოყენების მოთხოვნით მათ ერთი წლის წინ თავადაც მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უარი მიიღეს.

დღეს კი კაფე-ბარის მეპატრონეებმა კონსტრუქციების ჩადგმა დაიწყეს, დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო. კაფეს მეპატრონეების განმარტებით მათ ნებართვა მერიამ მისცა. ქუთაისის მერიაში განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

დღის ამბები