2017 წლის პირველ ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მოქალაქემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი აღმოაჩინა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილი იქნენ მუნიციპალურ თავშესაფარში.
ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება კი სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავის დასჯა.