18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების დეტალები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან გადაიყვანეს.

ბელაქნის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მცხოვრებლები ამბობენ, რომ საზღვრის გადაკვეთა კონტროლის გარეშე შეუძლებელია. ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ თქვეს, რომ ორი ქვეყნის გამყოფი მწვანე საზღვარი მესაზღვრეების გარდა, ვიდეოკამერებითაც კონტროლდება.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს მისმა მეუღლემ ახალ დეტალებზე ისაუბრა. ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, ჟურნალისტი კრიმინალური პოლიციის უნიფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებას ამჯერად პარლამენტისგან ცდილობდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები, მათი ნაწილი დღეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც მოითხოვა. აქციის მონაწილეები მუხთარლის საქმის გამოძიებას და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ითხოვენ.

აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოებისთვის სიმართლის თქმას დღეს ქუთაისშიც ითხოვდნენ. აფგან მუხთარლის საქმეზე კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები