საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა. 2017 წლის ზაფხულისთვის სააგენტომ 135 სეზონური მაშველი გადაამზადა და მიიღო, ასევე ახალი სამაშველო აღჭურვილობა შეიძინა.
ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განლაგდა, სანაპირო ზოლზე კი ქართულ და ინგლისურ ენებზე საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა.
საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაციური ჩვენებაც მოეწყო.