აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე შსს-ში პირველ გამოკითხვაზე დაიბარეს.
აფგან მუხთარლის ოჯახის წევრები და ადვოკატი ქართველ სამართალდამცველებს არასათანადო რეაგირების გამო საყვედურობენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლესა და უფლებადამცველს ამ წუთებში ელოდებიან. ისინი პირველად მისცემენ ქართულ გამოძიებას ჩვენებას.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტის საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 30 მაისს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.