შინაგან საქმეთა სამინისტროში ლეილა მუსტაფაევასა და მისი შვილების უსაფრთხოების დამატებით გარანტიებზე გვიანობამდე საუბრობდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე და უფლებადამცველი შალვა ხუციშვილს, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის შემდეგ შეხვდნენ. ჟურნალისტის მეუღლე პრემიერის წინადადებას საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არ დათანხმდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ უფლებადამცველებსაც.
აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და ჟურნალისტის ოჯახის უსაფრთხოების მიზნით საქართვლოს მოქალაქეობა შესთავაზა. ამიტომ, კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სთხოვა, გამონაკლისის სახით, მოკლე ვადაში აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებისათვის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტი მზად იყო, მიმართვის შემთხვევაში, ასეთი გამონაკლისი დაეშვა.
აფგან მუხთარლი, ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, ნიაღვრის ქუჩიდან რამდენიმე სპეცრაზმელმა 28 მაისს გაიტაცა.