ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალდების ფორმულირება შეუცვალეს. განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ღოღობერიძის ადვოკატმა, პაატა შავაძემ გააკეთა და ბრალის დამძიმებისთვის პროკურატურა გააკრიტიკა.
ბრალედბულის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ღოღობერიძე თავს უდანაშაულოდ და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის პირად პატიმრად მიიჩნევს.
პაატა შავაძის განცხადებით, სახელმწიფო ბათუმის მოვლენების რეალურ ორგანიზატორს ხელს აფარებს.
„მერაბ ღოღობერიძეს შეახოცა მავანმა ხელი. სახელმწიფო ფარავს რეალურ ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს, თავს შევიკავებ ამ პირის და ამ უწყების დასახელებისაგან,“ - განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.
მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავეს.