ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ჩუღურეთის რაიონში ყირიმის ქუჩაზე მცხოვრებ 62 წლის იზაბელა ლებანიძეს სახლში ესტუმრა. ლებანიძე I ჯგუფის ინვალიდია, მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაურკვეველი მიზეზით 2 წლის წინ შეუჩერეს. ნიკა მელიამ, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მსგავსი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ჯანდაცვის მინისტრი და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ბატონი სერგეენკო, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება დაინტერესდეს მსგავსი მოქალაქის ბედით? თვე არ გავა, რომ არ მივიდე რამდენიმე ათეულ ოჯახში. მე არ მახსოვს ბატონი სერგეენკოს პირადი გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.