ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია: +44 7872 064830.
ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: 032 294 50 50.