ლონდონის ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის 21 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამის შესახებ BBC წერს.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში მასშტაბური რეიდები მიმდინარეობს და პოლიციამ უკვე 12 ადამიანი დააკავა.
თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ფეხით მოსიარულეებს ჯერ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და შემდგომ თავდამსხმელებმა გამვლელების დანით დაჭრა დაიწყეს.
ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა.
ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.
21 people injured in the #LondonAttacks are in a critical condition - NHS Englandhttps://t.co/8m8rp9Doom
— BBC Breaking News (@BBCBreaking) June 4, 2017