18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
საყდრისის შემდეგ ბნელი ხევი - ძვირფასი ლითონის მოპოვებას შესაძლოა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეეწიროს 

ოქროს მოპოვებას შესაძლოა კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი შეეწიროს. მთა, რომელიც უღრანი ტყით და ჯანსაღი მცენარეული საფარით არის დაფარული,  შესაძლოა ძვირფასი ლითონის მოპოვების მიზნით, მოჭრან. ჯერ სამუშაოები საწყის ეტაპზეა, ადგილზე, ნიადაგის შესწავლის მიზნით, ხეების იჩეხება, ზოგი კი ფესვებიანად ითხრება.

ტერიტორიაზე ჯანმრთელ ხე-ტყეს მოჭრასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ექსპერტი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ბნელი ხევის ტერიტორიაზე ლიცენზია კავკასიის სამთო ჯგუფმა 2011 წელს, 93 მილიონ ლარად შეიძინა. ბოლო ორი წელია ტერიტორიაზე წიაღისეულის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

კავკასიის სამთო ჯგუფი 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და ობშორში კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მისი ძირითადი მიზანია საბადოზე ძვირფასი და ფერადი ლითონების საძიებო და საექსპლოატაციო სამუშაოების ჩატარება. კომპანიის მენეჯმენტი ადასტურებს, რომ ეს არის ქართულ ბაზარზე კარგად ცნობილი ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG - ის შვილობილი. კავკასიის სამთო ჯგუფი ახლა ბნელ ხევში მარაგების შესწავლას ახორციელებს და მისი დამტკიცების შემდეგ, აქაც ოქროს მოპოვებას ისევ RMG დაიწყებს.

RMG არის კომპანია, რომელმაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის საყდრისის აფეთქების შემდეგ, კარიერი გაჭრა და ოქროს მოიპოვებს.

ბნელი ხევის ტერიტორიაზე წიაღის კვლევა სრულდება. თუმცა კავკასიის სამთო ჯგუფის დირექტორი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის როდის დაიწყება გადამუშავება, თუმცა ირწმუნება, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში ყველა რისკი გათვალისწინებული იქნება.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები