18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები და შეკითხვები, რომლებიც მათ მიმართ ჩნდება

ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურის დაწუნების შემდეგ, ქართულმა მხარემ ახალი კანდიდატურები წარადგინა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროექტების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია ამბობს, რომ კონკურსში ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი დაიბლოკა, რომლებსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და მაღალი ავტორიტეტი.

არასამთავრობოები შეეცდებიან სტრასბურგში, ქართველი მოსამართლის შემრჩევები დაარწმუნონ, რომ სამიდან სამი კანდიდატი მთავრობას წარმოადგენს.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი მთავრობას წარმოადგენს. 

კრიტიკოსები მიანიშნებენ იმაზე, რომ სამი კანდიდატიდან გამარჯვებული, გახდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დამცველი. 

სამი ქართველი კანდიდატის მოსმენა სტრასბურგში უკვე დანიშნულია. მათ ივნისში ჯერ ევროსაბჭოს მრჩეველთა საბჭო, შემდეგ სპეციალური კომიტეტი, ბოლოს კი შემოდგომაზე საპარლამენტო ასამბლეა აარჩევს. 

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი, ია გულიაშვილი. 

დღის ამბები