18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
6 ქართული არხის მოთხოვნა მათი პროდუქციის ჩვენებაში საფასურის გადახდაზე და საკაბელოების პროტესტი

ქართული სატელევიზიო არხები, რომლებიც პროდუქციის შექმნაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, საკაბელოების მიერ ამ არხების ჩვენებასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში შესაბამისი ანაზღაურების გადახდას ითხოვენ. 

მოთხოვნას საკაბელოები თავდაპირველად გარკვეული აგრესიით შეხვდნენ და არხების გათიშვის თარიღად პირველი ივნისი საასახელეს, თუმცა დღეს მათი პოზიცია უკვე შეცვლილია.

საკაბელოები ამბობენ, რომ მზად არიან ფული გადაიხადონ ქართულ არხებში, რომელსაც ყიდიან, თუკი გადახვევის ფასს გამოუკლებენ, რადგან გადახვევა მათ არ აქვთ, სილქნეტი კი მზად არის მხოლოდ გადახვევაში გადაიხადოს. იქ, სადაც კანონი უკეთ იციან, ესმით რომ ეს სავაჭრო თემა არ არის და იგივეს ამბობს მარეგულირებელი კომისიაც.

ყველა სატელევიზიო გადაცემა ქართულ ბაზარზე 70 მილიონ ლარად იქმნება. 

რადგანაც საკაბელოების ყურებადობის 70% მაინც ქართულ არხებზე მოდის, გამოდის, რომ თითქმის 100 მილიონი მათი მოზიდულია. 

მარეგულირებელი ამბობს, რომ კანონით, ტარიფი საშუალო საბაზრო ფასის პლიუს-მინუს 10% უნდა იყოს, არც ამაზე მეტი და არც ნაკლები.

თუმცა სილქნეტში ამბობენ, რომ არ ესმით, რატომ უნდა გადაიხადონ ფული ქართულ არხებში.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები