იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე რაიონული სასამართლოს ახალი თავმჯდომარეების დანიშვნაზე იმსჯელებს. დაახლოებით 15 კანდიდატურა განიხილება.
ზოგიერთი მათგანი უკვე ერთი წელია ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას. როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, ისინი ცდილობენ კარგი კანდიდატები შეარჩიონ.
დღეს ასევე იმსჯელებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობაში მოსამართლეთა ცვლილების თაობაზე. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.
„იუსტიციის საბჭო ცდილობს, შეარჩიოს კარგი თავმჯდომარეები და ისინი დანიშნოს. სხვა ინტერესი საბჭოს არ აქვს,“ - აცხადებს ევა გოცირიძე.