18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
სტიქია საქართველოში - მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თოხლიაურისა და ანთოკის ხევები ადიდდა

მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, საგარეჯოს რაიონში თოხლიაურისა და ანთოკის ხევები ადიდდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა სოფელ თოხლიაურში 12-მდე ფაცხა დატბორა.

დაზიანდა ინვენტარი და ტექნიკა. საათზე მეტხანს შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა საგარეჯო-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე.

ადგილზე პოლიციასთან ერთად მაშველებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ფაცხებში ჩარჩენილი დარაჯი გამოიყვანეს.

გაწმენდითი სამუშაოებში სპეციალური ტექნიკა გვიან ღამითვე ჩაერთო. საგარეჯოს გამგებლის ინფორმაციით, ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.

დღის ამბები