სასამართლოების თავმჯდომარეების შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კითხვები კონკრეტულ კანდიდატებთან, შერჩევის პროცესთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვთ.
საია-ის წარმომადგენელი, ეკატერინე ციმაკურიძე, აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალეა და კანონითაც გაუმართავი.
„კანონმდებლობის დონეზე თავმჯდომარეების არჩევასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, მოწესრიგებული არაფერი არ არის. არ არის დადგენილი არც კრიტერიუმები, ვინ შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარედ. არ არის დადგენილი არანაირი პროცედურა, როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარეების დანიშვნა და ეს ინსტიტუტი რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში სერიოზულ ბერკეტად, რომ მან შეინარჩუნოს არასათანადო გავლენები სასამართლო სისტემაზე,“ -განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.
არასამთავრობოების აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრები უფლებამოსილების ამოწურვამდე, გარკვეული გავლენის შენარჩუნების მიზნით, სასურველი კანდიდატების დანიშვნას ცდილობენ.