შინაგან საქმეთა მინისტრი სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.
ატაშეებმა გიორგი მღებრიშვილს საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„უახლოეს პერიოდში ინსტრუქციები გაიწერება, კონკრეტული სამუშაო აღწერილობა გაიწერება თქვენი. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ ჩვენ, ძალიან კარგია, მაგრამ გვაქვს ჩვენ იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ,“ - განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ატაშეებს.