18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
„რადგან აფგანის სიცოცხლეს დღეს უფრო მეტად ემუქრება საფრთხე, მოქალაქეობა მისთვის უნდა შეეთავაზებინათ,“ - ლეილა მუსტაფაევა

„რადგან აფგანის სიცოცხლეს დღეს უფრო მეტად ემუქრება საფრთხე, მოქალაქეობა მისთვის უნდა შეეთავაზებინათ,“ -ასე უპასუხა განმეორებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას. 

გიორგი კვირიკაშვილმა აფგან მუხთარლის მეუღლისთვის და მათი მცირეწლოვანი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა.

ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ საფრთხე მის მეუღლეს უფრო ემუქრებოდა, ვიდრე თავად მას. 

„რაც შეეხება მოქალაქეობას, მინდა ვთქვა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის შეთავაზება პრეზიდენტისადმი გულწრფელი იყო, მაგრამ რადგან აფგანის სიცოცხლეს დღეს უფრო მეტად ემუქრება საფრთხე, მოქალაქეობა მისთვის უნდა შეეთავაზებინათ,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ.

დღის ამბები