18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ჩემი მეუღლე იმ ციხეში იმყოფება, სადაც ერთ-ერთი აქტივისტი გარდაცვლილი იპოვეს - აფგან მუხთარლის მეუღლე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლეს და შვილს დაცვა დაენიშნა. მათ 24 საათის განმავლობაში დაიცავენ. ლეილა მუსტაფაევა და ჟურნალისტის ადვოკატი პოლიციაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, მალე გადაწყდება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა დაცვის საკითხიც. ამ საკითხზე შსს-დან მათ ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, რადგან დღეს მისი ადვოკატი საკანში არ შეუშვეს.

„დღეს აფგან მუხთარლის ადვოკატს არ მისცეს მისი ნახვის უფლება საკანში. ჩემი მეუღლე იმ ციხეში იმყოფება, სადაც ერთ-ერთი აქტივისტი გარდაცვლილი იპოვეს, ვფიქრობ, რომ აფგან მუხთარლის სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირ ემუქრება,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მუხთარლის ოჯახი და დაცვის მხარეც ითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

დღის ამბები