ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, პაატა შავაძემ, განაცხადა.
პაატა შავაძის განმარტებით მის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა და ესაჭიროება ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია.
ადვოკატი გეგმავს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
„დოკუმენტების საფუძველზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრობაში მისი ყოფნა არის მიზანშეუწონელი,“ - განაცხადა პაატა შავაძემ.