ესპანეთში გარდაცვლილი 33 წლის ალუდა ლიპარტელიანის გადმოსვენება ვერ ხერხდება. ლიპარტელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ცხედრის გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით პრემიერმინისტრს მიმართეს.
ოჯახის ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხში მათ სახელმწიფო დაეხმარება.