საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმეზე კომენტარი გააკეთა.
პრემიერი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას ენდობა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე გამოძიების დასრულებას ელოდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. მერ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება, გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
იკაშვილის თქმით, აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სახელმწიფოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
„ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.