18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას აშშ და ვეროკავშირიც ელოდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმის გამოძიების საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ჯერ არ აკეთებს. მუხთარლის ოჯახი და ადვოკატები კი საქმის პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვენ, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჟურნალისტის გაუჩინარებაში პოლიციელები და სხვა საჯარო პირები იყვნენ ჩართული.

მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა.

აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევასა და შვილს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა, თუმცა, მუსტაფაევას ამჟამად უფრო საკუთარი მეუღლის უსაფრთხოება აწუხებს, რადგან დღეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან ციხეში ადვოკატი არ შეუშვეს. მუხთარლის მეუღლის განცხადებით, ეს სწორედ ის ციხეა, რომელშიც ერთ-ერთი აქტივისტი გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა მიმართეს. გამოძიების შედეგებს ელოდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

აფგან მუხთარლის მტკიცებით ის თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე ქართულად მოლაპარაკე 3 პირმა გაიტაცა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი კვირიკაშვილისგან შს მინისტრის, სუს-ის უფროსისა და ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას გადაყენებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ თანამდებობის ეს პირები აფგან მუხთარლის საქმეზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები კი სუს-ის უფროსს პარლამენტში იწვევენ.

 

დღის ამბები