აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ვიდად ისგანდაროვი, უკვე ერთ წელზე მეტია აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამოექცა და მან საქართველოში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მიიღო. მიუხედავად ამისა, ის დევნასა და თავდასხმებზე საუბრობს.
მისი მტკიცებით, აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების წევრებიდან ერთ-ერთი მან მეორე სართულიდან შენიშნა და გაიქცა, თუმცა სავარაუდო თავდამხმელები მას დაედევნენ. მისი თქმით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, თუმცა ფიზიკურად არავინ შეხებია რადგან სადარბაზოდან სახლში შესვლა მოასწრო.
ვიდად ისგანდაროვი 29 მაისს სავარაუდოდ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობარია.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის ბედით საქართველოს სახალხო დამცველი უკვე დიდი ხანია დაინტერესდა. თავდასხმის ბოლო შემთხვევის შემდეგ კი საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. მესამე სექტორი თავდასხმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.