18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - დაპირიპირებები "ქართულ ოცნებაში" და მაღალი თანამდებობის პირებს შორის

მმართველ გუნდში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე ვერ თანხმდებიან. ქართული ოცნების ნაწილი თანაგუნდელებს საარჩევნო სისტემის იმ ნაწილის გამო უპირისპირდება, რომელიც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ითვალისწინებს.

ქვეყნის მთავარი კანონის პროექტი კიდევ ერთხელ სახელისუფლებო შტოებს შორისაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ისევ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტის კრიტიკული პოზიციის გამო, არჩევის არაპირდაპირი წესზე ქვეყანა, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩვენების დროს გადავიდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები გიორგი მარგველაშვილის მისამართით, ქვეყნის პირველი პირზე ანგარიშსწორებად აღიქმება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საკომიტეტო მოსმენები ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პლენარული სხდომის ფორმატში დეპუტატები ქვეყნის მთავარ კანონზე მსჯელობას ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებენ.

დღის ამბები