ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა. ის 36 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
ამ წუთებში მას ოზურგეთის სამედიცინო კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, მას მოტეხილობა აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.