თბილისში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალფუნქციური საავადმყოფო გაიხსნა. კლინიკაში 15 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. საავადმყოფო ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ამოქმედდა და მასში 300-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმდა. კლინიკის გახსნას პრემიერი დაესწრო.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის ევრობანკთან ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი. კარგია, რომ დღეს გვაქვს ჩვენ ამ კლინიკაში ყველაზე თანამედროვე აპარატურა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანია ავერსის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ კლინიკა არის მრავალპროფილური, რომელიც ღებულობს ნებისმიერი სახის პაციენტს, სადაც არის ულტრათანამედროვე აპარატურა და მას ყავს უმაღლესი დონის ექიმები.