18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოსა და შიდსის ცენტრის თანამშრომლების აქცია - მედპერსონალი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს

კლინიკასთან, რომლის გახსნასაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, ინფექციური საავადმყოფოსა და შიდსის ცენტრის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მედპერსონალი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს დაელაპარაკა და მათ იმ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს, რომელშიც, მათი თქმით, უკვე წლების განმავლობაში უწევთ მუშაობა.

ტერიტორია გასხვისებულია, თუმცა კლინიკა სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და აქციის მონაწილეები სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. პრემიერი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ დღის ბოლომდე მათ წარმომადგენლებს პირადად გაესაუბრება.

„ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მომსპარია, გაკეთდეს და ამის გაკეთება მარტო სახელმწიფოს არ შეუძლია, ალბათ კერძო სექტორთან ერთობლივად უნდა გაკეთდეს, ისე რომ პროფესიონალის ექიმების ინტერესი იყოს დაცული,“ - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი ამ პრობლემასთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწის ფართობი, სადაც აშენდება ინფექციური საავადმყოფოს შენობა, სადაც გადავა შიდსის და ინფექციურის ცენტრები.

შეგახსენებთ, რომ თბილისში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალფუნქციური საავადმყოფო გაიხსნა.

დღის ამბები