მესტიაში ენერგეტიკის მინისტრმა მესტია ჭალა 1 მესტია ჭალა 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ოფიციალურად გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობაში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
„ეს არის ჰიდროელექტრო სადგურები მესტია ჭალა 1, მესტია ჭალა 2-ის კასკადის მშენებლობის დაწყება. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად დამატებითი შემოსავალი შემოუვა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.