მორიგი გატაცება შიდა ქართლში - 39 წლის ჯუმბერ ბექაური გორის რაიონის სოფელ არბოში ძმასთან იყო ჩასული სტუმრად. ის, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული და ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი.
ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.