თბილისში პროექტ ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
პარკირების სისტემა ერთი ავტომობილის ადგილზე 4 ,6 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას იძლევა.
პირველი პროტოტიპი უკვე შეიქმნა. დაუჭერს თუ არა მხარს მერია სისტემის დანერგვას, უცნობია.
„თბილისში ჩვენ სერიოზული პრობლემა გაგვაჩნია პარკირების. იმ რეგულაციების მერე, რომლებსაც იმედი მაქვს, რომ ქალაქის მერია დაუშვებს, გაჩნდება ასეთი ძალიან ბევრი ადგილი," - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, დავით საგანელიძემ.