ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამაზ სებისკვერაძის საქმეზე ისაუბრა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, სებისკვერაძე სასჯელს უკანონოდ იხდის. მას ბრალი ქურდობაში ედება, რისთვისაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ დასაშვებ მტკიცებულებად არ სცნო სებისკვერაძესთან ერთად დაკავებული პირის აღიარებითი ჩვენება. ზაზა ხატიაშვილი შერჩევით სამართალზე საუბრობს და საქმეში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების ინტერესებს ხედავს.
„შერჩევითი მართლმსაჯულების და შერჩევითი სამართლის ერთ-ერთი მაგალითია, რომ ადამიანი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მეორე ადამიანი ამბობს, რომ მე ჩავიდინე დანაშაული, მოდის სასმართლოში და ამბობს მე ჩავიდინე დანაშაულიო და ეს ადამიანი მაინც ზის ციხეში,“ - გაანცხადა ზაზა ხატიაშვილმა.