ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეგულაციებზე მუშაობს, რომელის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს, კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ექნებათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და Psp-ს დამფუძნებელი მისივე გუნდის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
Psp-ს გარდა, სადაზღვევო კომპანიას და კლინიკას ავერსიც ფლობს. ცვლილებები ასევე შეზღუდავს ევექსის სადაზღვევო და ფარმაცევტულ საქმიანობას.
კონკრეტული პირების დაინტერესებაზე საუბრობენ ავერსშიც. პაატა კურტანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება და სფეროს დააზიანებს.
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მზადდება, სფეროში არსებული კლანურ გადანაწილებას ემსახურება და ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სექტორში კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ფარულ ინტერესებს მმართველი გუნდი გამორიცხავს და მინისტრის სამუშაო დოკუმენტის მიზნებს იზიარებს.