18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
დემნა გვასალია მოდის ოსკარის მფლობელი გახდა - წლის საერთაშორისო დიზაინერი

დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ოსკარის მფლობელი გახდა. ყველაზე პრესტიჟული ჯილდო Balenciaga- დიზაინერს ნიუ იორკში CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა. ის წლის საერთაშორისო დიზაინერი გახდა.

დემნა გვასალიამ თავისი ჯილდო ბებიას მიუძღვნა.

მოდის სფეროში წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამარჯვებულებად მსოფლიოში აღიარებული დიზაინერებიც დასახელდნენ.

წლის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 1981 წლიდან ტარდება. ნომინანტებს მოდის სფეროში მოღვაწე 1500 კაციანი ჟიური ასახელებს. წლის საუკეთესოები კი ხმათა უმრავლესობით ვლინდება.

2017 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე დამწყები და უკვე აღიარებული მოდის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებად დასახელდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები