"უმთავრესი კითხვა არის, ამოღებულია თუ არა იმ ათეულობით სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც არის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - ამის შესახებ on.ge-ის ხელმძღვანელმა, თამაზ კუპრეიშვილმა, გადაცემა არჩევანში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების თაობაზე საუბრისას გააკეთა.
მისი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, მიერ არჩევანის სტუდიის დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჟურნალისტების პროტესტის ფორმა არ მოეწონა, მიუღებელია.
„მანამ ვუწოდებთ ამას გატაცებას, სანამ საპირისპიროში არ დავრწმუნდებით და იქნებიან ეჭვმიტანილები. დღეს მთავარი ეჭვმიტანილი არის ხელისუფლება და დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ეს არასერიოზული დამოკიდებულება,“ - განაცხადა თამაზ კუპრეიშვილმა.
მისი განმარტებით, თავზე ტომრების ჩამოცმით, მედიის წარმომადგენლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ, რათა სამართალდამცველებმა საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძონ.