„ისე გადაიყვანეს ეს კაცი საზღვარზე, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, როგორც მინიმუმ, სამსახურეობრივი გულგრილობა არის ჩადენილი,“ - ამის შესახებ არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლო გატაცების საქმეში საქართველოს სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული და შესაბამისად, საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.
„როდესაც შეიძლება იყოს თანამდებობრივი დანაშაული ჩადენილი, აუცილებლად საგამოძიებო ქვემდებარეობით, საქმე ექვემდებარება პროკურატურის საგამოძიებო სამსახურს, ეს ცალსახად წერია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ორგვარ განცხადებებს აკეთებს, როდესაც საუბრობს საერთაშორისო ლიდერებისთვის და აქვთ განცხადებები „შიდა მოხმარებისთვის“ და მთავრობა „შიდა მოხმარების“ კომენტარებში ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცველების მონაწილეობის შესაძლო მონაწილეობა ინციდენტში, არც განიხილება.
„გონივრული ვადა არ არსებობს, კანონით არის 24-საათიანი ვადა, როდესაც ასეთი საგამოძიებო მოქმედება, რაც გულისხმობს ჩანაწერების ამოღებას, 24 საათი აქვს სასამართლოს იმისათვის, რომ ასეთი საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება გადაწყვიტოს,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.