„როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფაქტად მოგვაწოდოს აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აქ ვხედავთ ძალიან დიდი პრობლემას,“ - ეს განცხადება Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, გიორგი გოგიამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძო გატაცების საქმეზე საუბრისას გააკეთა.
მისი განმარტებით, Human Rights Watch-ს არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტიკური დევნილია.
გიორგი გოგიას აზრით, უამრავი კამერის ჩანაწერი ამოღება აუცილებელია და ეს სამართლიანი მოთხოვნაა.
„ის ადებს ხელს ქართველ ფორმიან ადამიანებს, რომლებმაც ის გაიტაცეს დღისით, მზისით ქალაქის ცენტრში,“ - განაცხადა გიორგი გოგიამ.