18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ შემთხვევაში - არჩილ თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე

„ძალიან არ გიხდებათ ეს შავი ტომარა და გთხოვთ, რომ როგორც თქვენმა კოლეგებმა, ისე თქვენც მოიხსნათ,“ - ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისი განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება უკვე აქტიურა ფაზაშია გადასული და ვიდეოჩანაწერები ამოღებულია.

"30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერია ამოღებული და ტომარა რომ მოგეხსნათ, ბატონი შალვა მოგიყვებოდათ დეტალურად ამის შესახებ. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით, იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული და ეს სამართალდამცველებმა უნდა გაშიფრონ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, საქმეზე უკვე 100-ზე მეტი ადამიანი არის დაკითხული.

„საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუხთარლის აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი განარტავს, რომ ის დარწმუნებულია, რომ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სახლემწიფოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

„მე პირადად მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ შემთხვევაში და ისევე როგორც თქვენს ინტერესებში, მთელი საზოგადოების ინტერესებში, ასევე სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, რომ ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხი და საქართველო ამ რთულ საქმესთან დაკავშირებით ღირსეულად უპასუხოს ამ გამოწვევას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც ამ საქმეზე აჟიოტაჟს ქმნიან, ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ.

"ტომარას რომ არ იხსნით თავიდან, დისკრედიტაციას უწევთ საკუთარ სახელმწიფოს," - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
დღის ამბები